თავში

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა

შტაბი შეიქმნა
ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა

უხვმა ნალექი ქუთაისში. სტიქიის გამო მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. ამოქმედდა ცხელი ხაზი.

ქუთაისის მერის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 

„ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში, საბედნიეროდ სტიქიას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია,"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

უხვი ნალექი ქუთაისში რამდენიმე საათის წინ მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ცხელ ხაზზე 60 ზარია შესული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system