თავში

შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილი შეწყვიტა

შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილი შეწყვიტა
შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილი შეწყვიტა

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს და კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებას მიაღწიეს. 

პროტესტის მონაწილეები, მათ შორის, მოშიმშილეები უკვე სახლებში ბრუნდებიან. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. 

ჯორჯიან მანგანეზის მოთხოვნით, შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები 100 დღეზე მეტია აქციას მართავდენ, ნაწილმა პირიც კი ამოიკერა.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ზიანდება, ინგრევა, ან უკვე დაინგრა.

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ და ელჩ კელი დეგნანს ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენაში დახმარება სთხოვეს.

რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დეგნანი მათი პრობლემებით დაინტერესდა და შუამდგომლობას დაჰპირდა.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system