თავში

შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 4 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

,,სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. შუახევის მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3913-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ჯამში 1574-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system