თავში

შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერი დასახლებულ პუნქტში ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერი დასახლებულ პუნქტში ჩამოწვა
შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერი დასახლებულ პუნქტში ჩამოწვა

აჭარაში სტიქიას ებრძვიან. შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი დასახლებულ პუნქტში ჩამოწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტიქიასთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით,საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახი დროებითი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდება.

"უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში თემურ ზოიძის, სოფელ ხაბელაშვილებში შაქრო შარაშიძის, სოფელ ჩანჩხალოში მურად დუმბაძეს საცხოვრებელ სახლებთან. მცირე მეწყერები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე.

შექმნილ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახი დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული ფართით.ამ დროისათვის მიმდინარეობს ლოკაციების სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია მართვადია",- აღნიშნულია შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, ქედაში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდი დააზიანა

სტიქიას ასევე ებრძვიან, შიდა ქართლსა და იმერეთში..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system