თავში

შუახევის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შუახევის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგაზეულში ხანძრის შედეგად ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში 75 წლის მამაკაცი ცხოვრობდა, რომლებიც მეზობლებმა შენობიდან დროულად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო შუახევისა და ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა ვერც სახლის და ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა  ვერ მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ  ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system