თავში

შუახევში ხანძარმა 8-სულიანი ოჯახის სახლი გაანადგურა

შუახევში ხანძარმა 8-სულიანი ოჯახის სახლი გაანადგურა
შუახევში ხანძარმა 8-სულიანი ოჯახის სახლი გაანადგურა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად ადგილობრივი ტარიელ ბერიძის 8 – სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დაზარალებული ოჯახი შუახევის მერიამ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. 

როგორც მერიაში აცხადებენ, ბერიძეების ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და მათ სახელმწიფო ფულად დახმარებას გაუწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system