თავში

შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო" აბონენტებს აფრთხილებს
შუქი გაითიშება - ენერგო-პრო აბონენტებს აფრთხილებს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, კასკადის, ჭიჭინაძის, მშვიდობის, პლატინის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მსხალდიდი, ზემო ლისი, შვინდების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ხეობა, წითელი კლდე, დოლოშა, გურგალველი, ვარცლა, კენჭაკლდე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system