თავში

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების გამო ორშაბათს, 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, რუსუდანის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ჯანელიძის და მანავის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის, ბარნოვის, ინოლა გურგულიას და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის IVა, IVბ მიკრაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ისაკიანის, ავშნის, რეზო გაბაშვილის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიას და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კანდელაკის, კოსტავას, შარტავას, გიორგი ბრწყინვალის, ავთანდილის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, დაბა კიკეთის, დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system