
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 17 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში, ავჭალის, თბილისის, პლატინის, ჯვრის ასახვევის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდსა და წიწამურში;
11:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.