თავში

შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
შუქი გაითიშება - ენერგო-პრო ჯორჯია აბონენტებს აფრთხილებს

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის აბონენტების ნაწილს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს 13:00 საათიდან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ზაჰესი, ავჭალა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 14:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დიღომში, სოფელ დიღმში, ხატაეთი, დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system