თავში

"შუქნიშანზე გვერდით ამომიდგა პატრული და მომღიმარი სახით მეუბნება..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

"შუქნიშანზე გვერდით ამომიდგა პატრული და მომღიმარი სახით მეუბნება..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი
შუქნიშანზე გვერდით ამომიდგა პატრული და მომღიმარი სახით მეუბნება... - რას წერს გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სამოქალაქო აქტივისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავსგადამხდარ ამბავზე წერს.

"ნელი სვლით მივდივარ მარჯვენა ზოლში, დაბალ ხმაზე ვღიღინებ რაღაცას.

ვხედავ გზაზე გამოსვლას ცდილობს ნისან მარჩი, შევჩერდი, ვანიშნე გამოდი მეთქი.

გაუხარდა, სამადლობელო ხელი ამიწია და ჩადგა ჩემს წინ...

5 წამი არ იყო გასული უკვე მარჩის წინ პარკინგიდან გამომსვლელი პრიუსი შეგვეფეთა საწყალი თვალებით და უკვე ამ მარჩის გოგომ დაუთმო...

150 მეტრში კიდევ ერთი ავტომობილი შემოვუშვით მთავარ გზაზე.

ვარ გახარებული, სიკეთის ჯაჭვურ გავრცელებაზე ვფიქრობ და ამ ოცნებებში შუქნიშანზე გვერდით ამომიდგა პატრული.

არ ვაქცევ ყურადღებას, ისედაც მაზოლები მაქვს თვალებში ისეთი დოზით არიან "სამართალდამცველები" ჩემს ცხოვრებაში.

მიყურებს, მიყურებს, არ მეშვება... 

ბოლოს მომეშალა ნერვები, გავტყდი, გავხედე და მომღიმარი სახით მეუბნება:

"ბატონო გიორგი, აქ კარგად გცოდნიათ დათმობა და ჩვენ რას გვერჩი, 2 წელია სიცოცხლე რომ გაგვიმწარეო?"

გავსწორდი წელში და მანქანის კასეტიან მაგნიტოფონში გალობა ჩავრთე", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system