თავში

შურისძიებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - იუსტიციის მინისტრი

შურისძიებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - იუსტიციის მინისტრი
შურისძიებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

რაც შეეხება მის ჰოსპიტალიზაციას, ბრეგაძის განმარტებით, ამისთვის არსებობს დადგენილი წესები. მინისტრის თქმით, როდესაც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის საჭიროება დადგება, ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ, რაც იქნება კანონთან ზუსტ შესაბამისობაში.

რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება და ბუნებრივია, იქ არის ამჟამად განთავსებული. მე გუშინაც ვთქვი და რამდენჯერმე გავიმეორე, იმ შემთხვევაში თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულებაში, ეს არის სამკურნალო.

რაც შეეხება იმას, თითქოსდა ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს.

ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არიან, მათ შორის, სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები და ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, შედგა კონსილიუმი და ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system