თავში

შურისძიების მოტივი - პროკურატურა წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ

შურისძიების მოტივი - პროკურატურა წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ
შურისძიების მოტივი - პროკურატურა წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ

კახეთში წუხელ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

"მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აცხადებს პროკურატურა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system