თავში

თენგიზ ცერცვაძე: დავუშვი უნებლიე შეცდომა - VIDEO

თენგიზ ცერცვაძე: დავუშვი უნებლიე შეცდომა
თენგიზ ცერცვაძე: დავუშვი უნებლიე შეცდომა - VIDEO

საქართველოში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან კორონავირუსი 6-10%-ს გადატანილი აქვს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, დღეს კი სპეციალურ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა. 

როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გამოკვლეულ ადამიანებზე საუბრისას, რაოდენობის ნაცვლად, შეცდომით პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა. 

მისივე თქმით, კვლევაში ჩართული 1000 ადამიანიდან ანტისხეულები, რეალურად, 6 ადამიანს აღმოაჩნდა.

,,მე გუშინ ,,კავკასიის" ეთერში ვთქვი, რომ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე. ვთქვი, ისიც რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ მე დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, ვთქვი რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს სუყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ. ანუ დაზუსტებული მონაცემებით 6 ადამიანი. 6-10 ვთქვი, იმიტომ რომ დანარჩენი ოთხის მონაცემები ზუსტდებოდა. 1000 ადამიანიდან კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ მოსახლეობაში. გამოვიკვლიეთ 1000 ადამიანი და მათგან ექვსს აღმოაჩნდა COVID-19-ის ანტისხეულები. კვლევა ჩატარდა სწრაფი მარტივი ტესტით და არა პისიარით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები. მსგავსი კვლევა ტარდება მთელ მსოფლიოში, რათა დაადგინონ თუ რა შეფარდებაა ავადმყოფების რაოდენობას, რომელიც პისიარ ტესტით დგინდება და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის, რომელიც სწრაფი მარტივი ტესტით დგინდება. ვიმეორებ, ჩვენთან 1000 გამოკვლეული ადამიანიდან ანტისხეულები აღმოაჩნდა 6 ადამიანს, რაც, დაახლოებით, გამოკვლეულების 0,6 პროცენტია. ეს შედეგები მუშავდება, დამუშავებას თავისი წესები აქვს. შეიძლება, ეს პროცენტი ცოტათი შემცირდეს ან ცოტათი მოიმატოს. გავითვალისწინოთ, რომ კვლევა ჩავატარეთ მხოლოდ თბილისის მოსახლეობაში რომლითაც გამოვავლინეთ სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობა, 1000 კაცზე და მივიღეთ მხოლოდ 6 დადებითი პასუხი იმუნოგლობულინ G-ზე. ეს მაჩვენებელი არ არის ბევრი, ნაკლებია, ვიდრე ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში და სტოკჰოლმში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system