თავში

"შვილი მეორედ მომიკლეს" - გიორგი შაქარაშვილის დედა შეუძლოდ გახდა

"შვილი მეორედ მომიკლეს" - გიორგი შაქარაშვილის დედა შეუძლოდ გახდა
შვილი მეორედ მომიკლეს - გიორგი შაქარაშვილის დედა შეუძლოდ გახდა

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული მასალის ნახვის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გარდაცვლილის დედა შეუძლოდ გახდა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, აღნიშნული მასალის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“:

„მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოჭრილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამის მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, დღეს გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის კიდურის მოტეხილობაც.

საუბარია მარჯვენა ხელის მოტეხილობაზე, ასევე არის დაზიანებები მკლავზე და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system