თავში

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება. ე.წ. სასამართლო სხდომა ცხინვალში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის თქმით, ე.წ. პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. ვაჯა გაფრინდაშვილის ინტერესებს დღეს ადგილობრივი უფლებადამცველი დაიცავს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ექიმის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system