თავში

"სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ საქართველო მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს" - Pfizer

"სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ საქართველო მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს" - Pfizer
სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ საქართველო მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს - Pfizer

კომპანია Pfizer ადასტურებს, რომ საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”,- ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებულ პასუხში.

მიმოწერაში კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულებით. ამასთან, Pfizer-ის გლობალურ მედიასთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი ამბობს, რომ შეთანხმების ზოგიერთი დეტალი მოლაპარაკების დასრულების შემდეგაც კონფიდენციალური იქნება.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო Pfizer-ის მილიონ დოზას, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს.

"ვაქცინების თაობაზე საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საუბარია Pfizer-ის დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით ივნის-ივლისის თვეებში",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველომ მარტში Pfize-ის 29 250 დოზა COVAX პლატფორმის მეშვეობით მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system