თავში

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები ორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები ორმაგდება
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები ორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება. უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება. 

ცვლილებების მიხედვით, ასევე დაგეგმილია ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც. სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება. 

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და დაშავდა – 5 212. დედაქალაქში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1820 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, 2182 დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system