თავში

სიღნაღში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სიღნაღში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სიღნაღში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მეტეოროლოგიური პირობების გამო, სიღნაღსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა.

მათივე ცნობით, სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგება ეტაპობრივად, დღის ბოლომდე აღდგება.

,,მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ავარია ფიქსირდება ასევე სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს 10 და 0,4 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე, რის გამოც ელექტრომომარაგება შეეზღუდა ქ. სიღნაღს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, გადამცემი ხაზი რთულ რელიეფზე გადის, რაც აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას მოითხოვს დამატებით დროს და ძალისხმევას. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის, ასევე სს "ენერგო- პრო ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ქ. სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღის ბოლომდე აღდგება",- აღნიშნავენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system