თავში

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებას ელოდებიან

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებას ელოდებიან
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებას ელოდებიან

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფიცირებულია შუახნის კაცი, რომელსაც კონტაქტი თითქმის მთელ სოფელთან ჰქონდა. 

სოფელში, შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს.

ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა ადგილობრივების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. მანამდე კი პაციენტს თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 74 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system