თავში

"სიგიჟე უკვე ყოველდღიური ხდება" - თინა ხიდაშელი

"სიგიჟე უკვე ყოველდღიური ხდება" - თინა ხიდაშელი
სიგიჟე უკვე ყოველდღიური ხდება - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ირვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სიგიჟე უკვე ყოველდღიური, ლამის ყოველწუთიერი ხდება.

ბოროტების ბოროტებით დამთრგუნავი არგუმენტები, შუა საუკუნეებიც კი არ არის.

შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ.

ნეტავ თუ ვაცნობიერებთ ბოლომდე როგორი საშიში და დამაზიანებელია ასეთი ხელისუფლება;

ნეტავ თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, რაც მათ არასოდეს, არაფრის წინაშე არ შეაჩერებთ;

ნეტავ როგორ გვძინავს მშვიდად (თუკი და ვისაც) როდესაც ვიცით, რომ კინო ჩვენებაზე კი არ ვართ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა" - წერს ხიდაშელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system