თავში

თბილისში, არასრულწლოვანს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა

თბილისში, არასრულწლოვანს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა
თბილისში, არასრულწლოვანს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ბიჭი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც შეჯახება მოხდა. არასრულწლოვანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system