თავში

,,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ..." - ზუგდიდის გზაზე თავდასხმის დეტალები

,,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ..." - ზუგდიდის გზაზე თავდასხმის დეტალები
,,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ... - ზუგდიდის გზაზე თავდასხმის დეტალები

თბილისი-ზუგდიდის ავტობუსს ნიღბიანმა პირმა ქვა ესროლა და ტრანსპორტის საქარე მინა ჩაამტვირია. მომხდარის დეტალებზე ჟურნალისტი ლალი პაპასკირი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც აღნიშნული ავტობუსით მგზავრობდა. 

,,ცოტა აზრზე მოვედი და გადავწყვიტე, დავწერო - წუხელ ღამის 1-ელ საათზე გამოვედით ზუგდიდის სადგურიდან თბილისის მიმართულებით, შპს “კივის“ (სატრანსპორტო კომპანია ,,გლობუსი“) ავტობუსით...

დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, სოფელ ცაიშთან ტრასაზე არსებულ ზებრა გადასასვლელზე, შავნიღბიანმა კაცმა გადაგვირბინა, მანქანის საქარე მინას, მარჯვენა მხრიდან ქვა ესროლა და სიბნელეში გაუჩინარდა...

მძღოლმა მოასწრო დამუხრუჭება, მაგრამ იმდენად ძლიერად შევქანდით, ყველანი აქეთ-იქით გადავცვივდით.

რომ არა ზებრაზე ოდნავ შენელებული სვლა (როგორც მძღოლმა თქვა, ხელმარცხნივ მდგომი ადამიანი შენიშნა, მგზავრი ეგონა და ამის გამოც შეანელა), ავტობუსი აუცილებლად გადაბრუნდებოდა... მანქანაში ჩართული იყო კამერა, რომელმაც ფაქტი დააფიქსირა, მაგრამ არ ვიცი იდენტიფიცირება რამდენად შესაძლებელი იქნება, რადგან ბნელოდა და თან მამაკაცს ნიღაბიც ეკეთა...

ქვა ზუსტად იმ ადგილას მოხვდა, სადაც ბანერი იდო, რომელმაც შეაკავა, თორემ წინ მჯდომი, გამცილებელი გოგონა აუცილებლად დაშავდებოდა...
ახლა რაშია საქმე - რამდენიმე წლის წინ, დაშლის პირას მისული, გაჩანაგებული ავტობუსების მძღოლებმა და მათმა მეპატრონეებმა, ყველა ღონე იხმარეს, რომ ზუგდიდის მიმართულებით კომპანია “მეტრო ჯორჯიას,“ რომელიც ბევრად კომფორტულია როგორც ავტომანქანის, ასევე, მომსახურების კუთხით, - ამ რეისზე არ ევლო. იყო დაპირისპირებები, ღია და ფარული მუქარები, ერთი სიტყვით, “მეტრო“ დანებდა.

დიდი ალბათობით, (უდანაშაულობის პრეზუმფცია არ მავიწყდება, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ) იგივე ხდება, ამ შპს-სთან დაკავშირებითაც...

მძღოლმა ადგილზე გამოიძახა პატრული, რომელიც შემთხვევის ადგილზე 10 წუთში მოვიდა და თავის მხრივ, საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახური გამოიძახა...

შეშლილივით მოვარდა ავტობუსის მეპატრონეც, რომელიც არ მალავდა, რომ ყველა გზით ებრძვიან, რადგან მგზავრებს, დაშლის პირას მისული ავტობუსებით მგზავრობას, 5 ლარიანი ფასსხვაობის გამო, მოწესრიგებული ტრანსპორტი გვირჩევნია... თუმცა, როგორც ჩანს, წლებია „გარჩევები“ არ დასრულდა და ისინი პოზიციებს არ თმობენ", - წერს ლალი პაპასკირი.

ვრცლად, იხილეთ პოსტი:


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system