თავში

,,სიკეთით სავსე 5 გოგო, ამ წამს თბილისის ქუჩებში დადის და საკვებს არიგებს" - მაქარაშვილი

,,სიკეთით სავსე 5 გოგო, ამ წამს თბილისის ქუჩებში დადის და საკვებს არიგებს" - მაქარაშვილი
,,სიკეთით სავსე 5 გოგო, ამ წამს თბილისის ქუჩებში დადის და საკვებს არიგებს - მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყო, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,იცით როგორია ჩემი შობის ღამე? ნამდვილი, ყველაზე ნამდვილი დღესასწაულია

სიკეთით და სიყვარულით სავსე 5 გოგო, რომელიც ამ წამს თბილისის ქუჩებში დადის და საკვებს არიგებს.

დაქრიან და ყველაზე უიმედოდ დარჩენილ ადამიანებში შობენ იმედს.

იმედს, რომ ყველასგან დავიწყებულ, გაყინულ, ცარიელ, სახლებშიც კი შევა სიკეთე! გულიანი ადამიანების ერთობით გამოჩეკილი სიკეთე.

იცნობდეთ, გიყვარდეთ: გვანცა, იაკო, ლიკა, მზიკო, ქრისტინი.

უკვე 46 დღეა უსაშვოდ დარჩენილი ჰელფების არმია გაჩერებას არ აპირებს.

არც თქვენ გაჩერდეთ თქვენი ჭირიმე, არ გაჩერდეთ.

#GE46BG0000000162684987

#GE13TB7962645063300009

PayPal: https://www.paypal.com/paypalme/GMakarashvili

დანიშნულება: #ჰელფები

ჩემო კარგო ქვეყანავ 

ბრჭყვიალა გიფების ნაცვლად ამ ფოტოს გთავაზობთ!

ერთად დგომა და სიკეთე იშვას!", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system