თავში

"სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაიყვანს მინიმუმამდე" - ზაზა თელია

"სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაიყვანს მინიმუმამდე" - ზაზა თელია
სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაიყვანს მინიმუმამდე - ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია აცხადებს, COVID-19-ის გართულებების თავიდან აცილების მიზნით ვაქცინაცია ეფექტური მეთოდია. 

მისივე თქმით, აცრის გაკეთება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმუმამდე ამცირებს.

"სამწუხაროა, რომ ჩვენ მოგვიწია პანდემიის პირობებში ცხოვრება, ისტორიაც ვიცით, რომ ასეთი რაღაცები მსოფლიოში ხდება ხოლმე. ბევრი ფაქტი გვაქვს ისეთი, როდესაც სამწუხაროდ, პაციენტები იღუპებიან COVID -19-ის გამო. 

დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადყოფს იმას, რომ ვაქცინაცია არის ეფექტური მეთოდი COVID -19-ის გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რაც რეალურად სიკვდილიანობის მაჩვენებელს მოსახლეობაში დაიყვანს მინიმუმამდე", - ამბობს ზაზა თელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system