თავში

სიკვდილო შენი მოშიში, კაცი მე არ ვარ ხომ იცი? - ბესო ჩუბინიძემ თემურ წიკლაურს ლექსი მიუძღვნა

სიკვდილო შენი მოშიში, კაცი მე არ ვარ ხომ იცი? - ბესო ჩუბინიძემ თემურ წიკლაურს ლექსი მიუძღვნა
სიკვდილო შენი მოშიში, კაცი მე არ ვარ ხომ იცი? - ბესო ჩუბინიძემ თემურ წიკლაურს ლექსი მიუძღვნა

ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ მეგობარს, ცნობილ მომღერალს თემურ წიკლაურს ლექსი მიუძღვნა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს: 

სიკვდილო, გზა მშვიდობისა...

(ეძღვნება ჩემს ძმას, თემურ წიკლაურს)დაჭრილი იდექ ქარაფთან, იცავდი სულით შენ მხარეს,

სიკვდილმა მოგიკაკუნა, უდროოდ სტუმრად მოსულმა,

გაგეღიმა და მოუშვი, თვალი თვალის წილ შეჰხარე

- შენ მე რა უნდა დამაჰკლო, - უყვირე გულზე მოსულმა

სიკვდილმა გითხრა, - მე ის ვარ...

- ვინ ისახარო, ჰკითხავდი...

- ისა ვარ, ვისაც მელოდი, ამდენიხნისას მოუსვლელს,

გვიანი სტუმრობისათვის, გულის სიღრმეში მკიცხავდი.

- სიკვდილო შენი მოშიში, კაცი მე არ ვარ ხომ იცი?

- ჰოდა მიმყავხარ ამიტომ, ეგა ამბავი რომ ვიცი...

მიმყავხარ მასთან ვინამსაც, წლებია სტირი ჩუმადა,

ნუ კი მაგინებ მოსულსა, მადლობა მითხარ ჩუმადა.

- აქამაც რომე დავტოვებ, ბევრის ცრემლიან თვალებსო?

- მაგას შენ ნუღარ იდარდებ, ჩვენ გაგისტუმრებთ ვალებსო,

ვალებს გულის და სულისას, ვალებს მეგობრის, ძმაკაცის,

თვალებში ჩამქრალ ნაპერწკლის, ვერ აუნთებელ ალებსო.

- სიკვდილი კი ვარ უშიშო, მაგრამ მადლიც მაქვს საქმნელი,

შვილთან მიმყავხარ უთხოვნლად, ამას მიბრძანებს შამქმნელი.

- ჰოდა სიკვდილო მოგყვები, აქამც დარჩენილთ სატირლად

გულს დარდი შაუმსუბუქე, ჩემი სიკვდილით მატირალთ.

სთქვეს და შესთანხმდნენ, წავიდნენ... გულს დარდი დაღადად დაგვასვეს

უფალო სიკვდილს უთხარი, ცრემლით მეტს ნუღარ აგვავსებს.

ბესო ჩუბინიძე (2021 წელი, 2 თებერვალი, დილის 02:55 სთ). 

თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system