თავში

"სიკვდილს ვერ წავართვით, სულ რაღაც 24 წლის იყო..." - ემოციური პოსტი

"სიკვდილს ვერ წავართვით, სულ რაღაც 24 წლის იყო..." - ემოციური პოსტი
სიკვდილს ვერ წავართვით, სულ რაღაც 24 წლის იყო... - ემოციური პოსტი

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" საქართველოს ფუტსალის მეკარის, დავით ჯინჭარაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:

"ადამიანად ყოფნის სევდა...

ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს - სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო და ასე შემდეგ, მაგრამ ვერავის წავართმევთ სიკვდილსო, ჰაიდეგერი წერდა...

ჩვენი დავით ჯინჭარაძის შემთხვევაშიც ასე მოხდა...

სიკვდილი ვერ წავართვით...

და სიკვდილს ვერ წავართვით...

არადა, ყველაფერი ჰქონდა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, ფუტსალის კლუბის წევრი... 2020-2021 წლის სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე... სწორედ მისი დამსახურებით გახდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ისტორიაში პირველად, ქვეყნის ჩემპიონი... ეროვნული ნაკრების კანდიდატობაც მოასწრო...

24 წლისა იყო...

სულ რაღაც 24 წლისა...

ყველაზე დიდი სიმდიდრე - უზარმაზარი ნიჭი დაჰქონდა თან...

ბევრს ველოდით...

ძალიან ბევრს დავით ჯინჭარაძისგან...

მაგრამ "ადამიანად ყოფნის სევდამ" წაიყვანა თან...

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია", - აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system