თავში

"სიმპტომებს არ აძლევდა გასაქანს" - რას წერს თათია შარანგია

"სიმპტომებს არ აძლევდა გასაქანს" - რას წერს თათია შარანგია
სიმპტომებს არ აძლევდა გასაქანს - რას წერს თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარ კოვიდისტორიას უზიარებს. 

როგორც თათია შარანგია წერს, მას კორონავირუსთან ბრძოლაში ვაქცინა დაეხმარა.

"ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო,

თავს უფლებას მივცემ რამდენიმე წინადადებით გაგიზიაროთ ის შეგრძნებები რაც მქონდა ამ დღეების მანძილზე. 

პირველ რიგში კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი, მთელი არსებით, თუ რა მნიშვნელოვანია ძვირფასი და მოსიყვარულე ადამიანები გვერდით...

რამხელა ფასი აქვს თითო თბილ სიტყვას, მოფერებას, კეთილ სურვილებს. რა უსუსურები ვართ ადამიანები, როცა განვიხილავთ რა ჩავიცვათ, თმა როგორ გავიკეთოთ... რომელ ივენთზე წავიდეთ. 

უცებ დავრჩით პირისპირ მე და კოვიდ-19... მივხვდი რომ არაფერი მჭირდებოდა გარდა იმისა, რომ მესუნთქა თანაბრად, მიმეღო ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები და ჩემი მიზეზით არ ენერვიულათ ოჯახის წევრებს. 

ვიცოდი, რომ უფლება არ მქონდა ღიმილით არ შევხვედროდი ვირუსს და ღიმილითვე არ გამეცილებინა... მაგრამ ისევ, პირისპირ ვიყავით მე და .... კოვიდ-19. 

მივხვდი, რომ აუცილებლად გჭირდება სიმდიდრე ამ დროს, აუწონავი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე ადამიანების სიყვარულია მხოლოდ... 

სხვა ვერაფერი გშველის ამ დროს. 

შეგნებულად არ ვყვები ჩემს იმ ნერვიულობაზე რაც გამოიწვია ჩემი უმცროსი შვილის-ანდრიკელას დადებითმა პასუხმა პსრ ტესტზე. ედუ-სანის გადატანილი აქვთ და იმყოფებოდნენ იზოლაციაში.

არ მინდა დებატები გამოვიწვიო, აცრა-არ აცრაზე. 

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ფარივით მიცავდა ის ვაქცინა რაც გაკეთებული მაქვს. 

სიმპტომებს არ აძლევდა გაძლიერების საშუალებას, არ აძლევდა გასაქანს. ბედნიერი ვარ, რომ ორჯერ აცრილს შემხვდა ეს ვირუსი... 

ყველას გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, მე არ მოგიწოდებთ არაფრისკენ. 

მე გთხოვთ გიყვარდეთ თქვენი თავი და გარშემო ადამიანები - აიცერით. 

კი, არის შანსი (ბევრად მცირე) შეგხვდეთ ვირუსი, ისევე როგორც აუცრელს, მაგრამ აუცილებლად გადაიტანთ მსუბუქად და არ გადასდებთ (საგრძნობლად ნაკლებია შანსი) თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

მადლობა ღმერთს! მადლობა ჩემს ოჯახის წევრ ექიმებს - Lali Maisuradzeს, Maia jinjolava ს, Temur Mikeladze ს, Sopo Japaridzeს. უდიდესი მადლობა სიყვარულისთვის თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა ჩემს იზიკოს, რომელმაც ჩვენთან ერთად გადაიტანა კოვიდი და რა თქმა უნდა, მილიარდი მადლობა ჩემს ოჯახს რომ არცერთი წამი არ ვიყავი მარტო", - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system