თავში

სიმშვიდისგან შორს ვართ, ამ მაჩვენებელს ვერაფერს ვუხერხებთ, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა - გამყრელიძე

სიმშვიდისგან შორს ვართ, ამ მაჩვენებელს ვერაფერს ვუხერხებთ, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა - გამყრელიძე
სიმშვიდისგან შორს ვართ, ამ მაჩვენებელს ვერაფერს ვუხერხებთ, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დრექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის. 

მისივე თქმით, პირბადის გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია დღიური აცრების რაოდენობის ზრდა, რაც კუმულაციურ იმუნიტეტს შექმნის და ქვეყანა მეხუთე ტალღას მშვიდად გადაიტანს. 

"სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იყოს. 

განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე - კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის - 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.

ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-5 ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system