თავში

,,სინამდვილეში ამბავი იყო ასე..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

,,სინამდვილეში ამბავი იყო ასე..." - ნანუკა ჟორჟოლიანი
,,სინამდვილეში ამბავი იყო ასე... - ნანუკა ჟორჟოლიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აქციაზე ფონოგრამა აირია და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ბუბა კიკაბიძემ ,,თბილისოს" ნაწილი რუსულად შეასრულა.

,,სინამდვილეში ამბავი იყო ასე.

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას.

ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მანამდე კი, ბუბა კიკაბიძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განმარტა, თუ რატომ იმღერა ,,თბილისოს" ნაწილი რუსულად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system