თავში

სინგაპურიდან ბრიტანეთში მიმავალ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს

სინგაპურიდან ბრიტანეთში მიმავალ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს
სინგაპურიდან ბრიტანეთში მიმავალ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს

ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც სინგაპურიდან სამშობლოში მიდიოდა, თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ როუან კემპბელმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის სარეკლამო ჯგუფში დაწერა. მისი თქმით, შემთხვევა ერთ-ერთ ჰოსტელთან, რუსთაველის გამზირზე მოხდა. 

"11 ქვეყანაში მიმოგზაურია ველოსიპედით. თითქმის 7500 კილომეტრი გავიარე, სანამ თბილისში მოვხვდებოდი. მინდა გავაგრძელო გზა. თუმცა, თუ ჩემს ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ, ეს დასასრული იქნება", - დაწერა მან სოციალურ ქსელში. 

ამ განცხადებას მომხმარებლების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ჯგუფის წევრებმა თანხის შეგროვებაც დაიწყეს, რათა მოგზაურისთვის დანაკლისი აენაზღაურებინათ. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც ველოსიპედებს ყიდის, ასევე გამოთქვა დახმარების სურვილი. 

როუან კემპბელი მომდევნო კომენტარებში მხარდაჭერის სიძლიერით აღფრთოვანებას ვერ მალავს და წერს, რომ მადლიერია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია და სამართალდამცველები ველოსიპედის ქურდს ეძებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system