თავში

,,სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება" - ჯაღმაიძე

,,სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება" - ჯაღმაიძე
,,სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება -  ჯაღმაიძე

სინოდის განჩინების ოქმი, ხვალ, 12 თებერვალს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. 

მისივე თქმით, განხილული საკითხების სიმრავლის გამო, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ მოესწრო.

,,იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხი გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.

ცნობილია, რომ განსახილველ საკითხებს შორის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system