თავში

"სინოფარმის" მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყება

"სინოფარმის" მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყება
სინოფარმის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყება

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"12 მაისს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system