თავში

სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ - ბიძინა კულუმბეგოვი

სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო ჯერ ბუსტერი არ
სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ - ბიძინა კულუმბეგოვი

სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებს სამედიცინო ჩვენებით ბუსტერი ჯერ არ სჭირდებათ. ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა მოქალაქეებს მიმართა. 

მისი თქმით, ვაქცინის "ფაიზერით" ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ მოგზაურობაა. 

"დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!

როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ეხლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე", - დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system