თავში

"სინოფარმმა" ჯანმო-ს ავტორიზაცია მიიღო

"სინოფარმმა" ჯანმო-ს ავტორიზაცია მიიღო
სინოფარმმა ჯანმო-ს ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაშიც ჩაერთვება. 

"ჯანმო-მ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა "სინოფარმის" ვაქცინა, რის შედეგადაც იგი გახდა მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანმო-ს დადასტურება უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის თვალსაზრისით. ეს აფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა COVAX- ს შეუძლია და ქვეყნებს სანდოობას აძლევს დააჩქარონ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცება, ვაქცინის იმპორტი და ადმინისტრირება“, - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system