თავში

"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებს გვერდითი ეფექტები მინიმალური აქვს - ოთარ ჩოკოშვილი

"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებს გვერდითი ეფექტები მინიმალური აქვს - ოთარ ჩოკოშვილი
სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს გვერდითი ეფექტები მინიმალური აქვს - ოთარ ჩოკოშვილი

ექიმი-ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ოთარ ჩოკოშვილი ამბობს რომ  ე.წ. ჩინური წარმოების ვაქცინები, "სინოფარმი" და "სინოვაკი" ე.წ. ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებული პრეპარატებია, რაც მოსახლეობაში ნდობას იწვევს.

მისივე თქმით, ამ ვაქცინების გვერდითი ეფექტები ძალიან მინიმალურია.

"ე.წ. სიტყვა ტრადიციული გულისხმობს იმას, რომ ამ მეთოდით მზადდება მაგალითად გრიპის ვაქცინა და სხვა ის ვაქცინები, რომელსაც ჩვენ უკვე ფართოდ ვიყენებთ. არა მარტო ზრდასრული, არამედ ასევე არასრულწლოვანი მოსახლეობის მიმართ და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. გარდა ამისა, ასეთი ტიპით დამზადებულ ვაქცინებს გვერდითი ეფექტები ძალიან მინიმალური აქვს და სწორედ ამის გამო გვაქვს რამდენიმე პოზიტივი ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.

ერთი ის არის, რომ გართულებების შემთხვევები ნაკლები იქნება, მეორე - ადამიანებს მეტი გამბედაობა ექნებათ და ნაკლები მოლოდინები, რომ გართულებები იქნება და მესამე, ასეთ შემთხვევებში, რადგანაც გართულებები ნაკლებია, შედარებით მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებების მოთხოვნილება აღარ გვექნება და უფრო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის ჩატარება ბევრ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება ვაქცინაციის პროცესი,"- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system