თავში

Sinopharm-ის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

Sinopharm-ის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეიდან იწყება
Sinopharm-ის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

Sinopharm-ის ვაქცინით მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 12 მაისის 20:00 საათიდან დაიწყება. სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქეები სურვილისამებრ აირჩევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.

12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ხოლო იმ მოქალაქეებს რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე - 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system