თავში

სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, მღვდელმთავრები საპატრიარქოში შეიკრიბნენ

სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, მღვდელმ
სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, მღვდელმთავრები საპატრიარქოში შეიკრიბნენ

წმინდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, მღვდელმთავრები საპატრიარქოში შეიკრიბნენ.

სასულიერო პირებმა საპატრიარქოში, სავარაუდოდ, კორონავირუსის ტესტის პასუხები წარადგინეს.

მღვდელმთავრებს მედიისთვის არ უთქვამთ, კონკრეტულად რა საკითხები შეიძლება ხვალ სინოდმა განიხილოს, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ვაქცინაცია იქნება.

მღვდელმთავრების ნაწილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილი კი ამ პროცესს ეწინააღმდეგება. 

როგორც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი აცხადებს, ადამიანებს არჩევანის თავისუფლება უნდა დავუტოვოთ. 

"ჩვენ რახან პროფესიონალები არ ვართ ამ საკითხში დავაცდით ექიმებს, არჩევანის თავისუფლებაზე იქნება საუბარი, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ადამიანი არ უნდა გრძნობდეს ადამიანისაგან ზეწოლას" - აცხადებს მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე). 

ცნობისთვის, ხვალ, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system