თავში

სირაძე: დავაკავეთ ხუთი პირი, სროლის ფაქტს ვერ ვადასტურებთ

სირაძე: დავაკავეთ ხუთი პირი, სროლის ფაქტს ვერ ვადასტურებთ
სირაძე: დავაკავეთ ხუთი პირი, სროლის ფაქტს ვერ ვადასტურებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, გლდანში სროლის ხმას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებენ.

ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 5 პიროვნება. 

"ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. დავაკავეთ 5 პიროვნება, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისათვის. რაც შეეხება სროლის ფაქტს, ამ ეტაპისათვის ვერ დაგიდასტურებთ ამას, ვერკვევით სიტუაციაში. უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას," - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

ცნობისთვის, გლდანში, 179-ე უბანთან საარჩევნო უბანთან ამომრჩევლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თვითმხილველთა თქმით, გაიგეს გასროლის ხმაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system