თავში

შეიცვალა თუ არა ეპიდსიტუაცია აჭარაში - 331 ანალიზის პასუხი ცნობილია

შეიცვალა თუ არა ეპიდსიტუაცია აჭარაში - 331 ანალიზის პასუხი ცნობილია
შეიცვალა თუ არა ეპიდსიტუაცია აჭარაში - 331 ანალიზის პასუხი ცნობილია

აჭარაში კორონავირუსზე 331 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა ნეგატიური პასუხი მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19134 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1048 პირი. კარანტინი დატოვა 8725-მა პირმა.

ცნობისთვის, 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 917 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 776.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system