თავში

"სისტემა ყარს" - აქცია ქუთაისში - PHOTO

"სისტემა ყარს" - აქცია ქუთაისში - PHOTO
სისტემა ყარს - აქცია ქუთაისში - PHOTO

"სისტემა ყარს" - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მოძრაობების "რუსეთი ოკუპანტია" და "სირცხვილიას" წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით " ამ ცხოვრების დედაც" გამოფინეს. ისინი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ზეწოლის გამო რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა.

"სისტემა უნდა დაინგრეს, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა და დღესაც გრძელდება. რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ არის სისტემის ბრალი. ეს არის ბოროტება, რომელიც ხალხმა უნდა დავასრულოთ. დღეს გამოვეხმაურეთ მოზარდის გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს უნდა დავასრულოთ" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system