თავში

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაპირისპირებაა. სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სასულიერო პირების ნაწილმა მეორე ნაწილს ეკლესია დაატოვებინა.

ტაძარში ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები. ვითარების განსამუხტად, ტაძრის ტერიტორიაზე პოლიციაც იყო მისული. 

მეუფე სტეფანემ გუშინ სალხინოს ტაძრის წინამძღვრად გოჩა ლიპარტელიანი დანიშნა, რომელსაც დღეს მსახურების ჩატარება სურდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. 

სასულიერო პირები და მრევლს შორის დაპირისპირება გაგრძელდა ეზოშიც. 

ადგილზე იმყოფებოდა საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც, რომელმაც მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ჭყონდიდი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და აქ დაპირისპირება დაუშვებელია. 

ცნობისთვის, დღეს, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული ვითარების შესახებ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები უპრეცედენტოა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system