თავში

,,სიცოცხლით სავსე გოგო მოგვიკლა ჯანდაცვის ჩამონგრეულმა სისტემამ"

,,სიცოცხლით სავსე გოგო მოგვიკლა ჯანდაცვის ჩამონგრეულმა სისტემამ"

კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახი და ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდა ქალი ჯანდაცვის გაუმართავმა სისტემამ იმსხვერპლა.

,,ეს ულამაზესი და უსაყვარლესი გოგო გამოგვეცალა ხელიდან

როგორ მტკივა გული ნინი, ცრემლებს ვერ ვიკავებ...

სიცოცხლით სავსე, პოზიტიური გოგო მოგვიკლა ჯანდაცვის ჩამონგრეულმა სისტემამ.

ღმერთო, რა მწარეა შენი სიკვდილით მოყენებული ტკივილი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული საყვარელო ადამიანო და უფალმა ყველას გადაუხადოს სამაგიერო ვისაც შენს სიკვდილში წვლილი მიუძღვის", - წერს გარდაცვლილი გოგოს ახლობელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID 19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან მათი მტკიცებით, კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, რომლის შესახებაც პაციენტი არ იყო ინფორმირებული.

ოჯახი კი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system