
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას შეზღუდვების დაგვიანების შესახებ.
გამყრელიძის თქმით, რომ არა არჩევნები, შეზღუდვები უფრო ადრე დაწესდებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ნაკლები იქნებოდა.
ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო, რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე, მაგრამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი ხდება 4 წელიწადში ერთხელ
ქვეყანა წავიდა ამ გზით, რომ აქაც დანის პირზე ევლო, ანუ ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა და მეორე მხრივ, ინფექციის მართვას. რომ არ ყოფილიყო მე-2 ტური, ეს შეზღუდვები შეიძლება დაწესებულიყო ნოემბრის დასაწყისში და ალბათ მეტ ეფექტს მივიღებდით“, - განაცხადა გამყრელიძემ.