თავში

სკანდალური ფილმის მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

სკანდალური ფილმის მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
სკანდალური ფილმის მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი ბაჩი ვალიშვილი სოციალურ ქსელში თავის პარტნიორ ლევან გელბახიანს მე-5 ჯილდოს ულოცავს. გელბახიანმა მორიგი პრიზი მინსკში გამართულ ფესტივალზე აიღო. 

“ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან ამაყი ვარ ამ ადამიანით, რომელიც მართლა ყველა ჯილდოს იმსახურებს სამყაროში! ლევან გელბახიანმა მინსკში საუკეთესო მამაკაცი მსახიობია ჯილდო მიიღო! მიხარიხარ ბრო(ძმაო) და გილოცავ მთელი არსებით! ეს მეხუთე და სხვა მრავალი”– წერს ბაჩი ვალიშვილი ფეისბუქში.

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალმა "ЛІСТАПАД" საუკეთესო მამაკაც მსახიობად ლევან გელბახიანი ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული როლისთვის დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ: 

საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“;

საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

მინსკის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთი კვირის განმავლობაში, 50 ქვეყნის 154 ფილმი უჩვენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system