თავში

სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ კოჯრის ბავშვთა სახლში დროებითი მმართველი დაინიშნა

სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ კოჯრის ბავშვთა სახლში დროებითი მმართველი დაინიშნა
სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ კოჯრის ბავშვთა სახლში დროებითი მმართველი დაინიშნა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კოჯრის ბავშვთა სახლში დროებითი მმართველი დაინიშნა. ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი.

ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ავრცელებს. სააგენტოს ცნობოთ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე მაშინვე მოახდინეს რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელეს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განმარტება გავაკეთოთ კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად გამოეხმაურა, მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.

საქმის შესწავლა დაიწყო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა, ჩაერთო სოციალური მუშაკი, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

ამავდროულად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული, კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი დროებით გაერიდებინათ სამუშაო პროცესს.

სააგენტოს მხრიდან, ყოველდღიურად ხორციელდება ქმედითი ნაბიჯები დაწესებულების სრულყოფილი, ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. კოჯრის ბავშვთა სახლში დაინიშნა დროებითი მმართველი, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და ამავდროულად ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან“, – აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, "კურიერის" ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა რეპორტაჟი, სადაც გაუპატიურების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები დახმარებას ითხოვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system