თავში

"სხვა გამოსავალი არ არის" - გამყრელიძემ რეგულაციები დაასახელა

"სხვა გამოსავალი არ არის" - გამყრელიძემ რეგულაციები დაასახელა
სხვა გამოსავალი არ არის - გამყრელიძემ რეგულაციები დაასახელა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არსებულ რეგულაციებს იცავს, ხოლო ტურისტები ნაკლებად ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს და არ იყენებენ პირბადეს.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას რომ დაიცვას 5 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც მშვიდი ზაფხულის გარანტი იქნება.

„არსებობს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით ტურისტებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ემორჩილება და იცავს ამ რეგულაციებს და კანონმდებლობას, ნაკლებია პირბადის გამოყენება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაბამისი უწყებები მონიტორინგს გაამკაცრებენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის.

თუ გვინდა, რომ ზაფხულში არ გვქონდეს ინფიცირების შემდგომი ზრდა, აუცილებელია 5 რეკომენდაციის დაცვა, ესენია: პირბადე ყველგან, დისტანცია ყველგან, სანიტარული წესრიგი ყველგან, დიდი თავშეყრების მინიმიზაცია, თავის არიდება და ვაქცინაცია.

მესმის რომ ცხელა და პირბადის გამოყენება რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის“, – ამბობს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system