თავში

,,სხვა რამით გაერთეთ" - ნიკა გვარამია

,,სხვა რამით გაერთეთ" - ნიკა გვარამია
,,სხვა რამით გაერთეთ - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

,,არჩევნები წაგვართვეს;

ფეხბურთში ასობით მილიონები მოიპარეს და ფაქტობრივად გაანადგურეს;
კოვიდ გამოწვევის წინაშე სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს და ხალხი უპატრონობისა და მიუხედავობისგან იხოცება;
ლარი მოკლეს და აგერ, დენს და გაზს აძვირებენ.

და ვინც ამ დროს ივანიშვილის ნაცვლად, სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე წერთ (მნიშვნელობა არა აქვს, ღლიცინებთ და სექტანტებს ეძახით მის მხარდამჭერებს, თუ გულმხურვალედ განიხილავთ, როგორც ერთადერთ გამოსავლს შექმნილ მდგომარეობაში), გულზე მჯიღის ცემის პათოსის სტატუსებს და კომენტარებს უძღვნით იმგვარ უმნიშვნელო თემას, სირცხვილის კორიდორი მეორე ტურში უნდა იყოს თუ არა, და კიდევ ათასგვარ მსგავს ზეუმნიშვნელო რამეს, - მთლად ადეკვატურები არ მგონიხართ.

ან რატომ გადაწყვიტეთ, რომ ოპოზიციური ერთიანობა ყველას ყველაფერზე შეთანხმებას გულისხმობს? მნიშვნელოვანია შეთანხმება მთავარზე - საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვის რა პლაკატი უჭირავს ან ვინ რა კორიდორს აკეთებს, ამაზე ფიქრით რატომ უნდა დავიღალო თავი და ჩემი ცინიკური პოსტებით რატომ უნდა ვაჯანჯღარო ისედაც მყიფე ერთობა, სრულიად არ მესმის. აბსოლუტურად არა.

ისედაც მყიფეა და უპრეცედენტო ეს ერთობა, და სხვა რამით გაერთეთ. თქვენი არაადეკვატური ტექსტები სხვა რამისკენ მიმართეთ", - წერს ნიკა გვარამია სოცაილურ ქსელში..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system