თავში

"სხვა გზა არ არსებობს" - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა გვარამია

"სხვა გზა არ არსებობს" - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა გვარამია
სხვა გზა არ არსებობს - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა გვარამია

ყვავილი - დაავადება, რომელიც შავი ჭირის და ესპანური გრიპუს, ე.წ. ისპანკას შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში მესამე ადგილზეა ადამიანების მსხვერპლის მიხედვით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დირექტორი წერს.

ნიკა გვარამია ყვავილით ინფიცირებული და ასევე ყვავილზე აცრილი ბავშვების ფოტოსაც აქვეყნებს. მისი თქმით, კაცობრიობამ ეს გიგანტური მტერი სწორედ ვაქცინაციით დაამარცხა.

"ფოტოზე მარცხნივ - ყვავილით დაავადებული აუცრელი ბავშვი. მარჯვნივ - აცრილი ბავშვი, რომლისთვისაც ყვავილით დაავადებულთან ახლო კონტაქტიც კი სრულიად უსაფრთხოა.კაცობრიობამ, ეს გიგანტური მასშტაბის მტერი, საბოლოოდ, 1978 წელს დაამარცხა. დაამარცხა აცრების მეშვეობით. სულ სამ წელიწადში, კოვიდი-19ით მოტანილი ადამიანური მსხვერპლი, გასცდა ყვავილის მიერ ათასეული წლების სიკვდილის ჯამურ სტატისტიკას. აიცერი და გადარჩი. აიცერი და გადაარჩინე. სხვა გზა არ არსებობს" - წერს გვარამია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system