თავში

სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი - პაატა იმნაძე

სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი - პაატა იმნაძე
სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აცრის შემდეგაც ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ. 

მისი თქმით, ზოგიერთი აცრილი გათამამდა.  

"ჩვენ გვაქვს უკვე შემთხვევები, როცა პირველი აცრის მერე ადამიანები გახდნენ ავად, იყო ასეთი. ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა... სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და ვირუსი უფრო მსუბუქად წავა," - განაცხადა პაატა იმნაძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system